ლედი გაგას სურს ტეილორ კინთან დაბრუნება
ალბათ, მალე ჩვენ გველოდება სასიხარულო ამბავი ლედი გაგა და ტეილორ კინი ერთმანეთს დაუბრუნდებიან. წყაროები იუწყებიან, რომ მომღერალს ჯერ კიდევ უყვარს მისი ყოფილი საქმრო და ფიქრობს მასთან ურთიერთობის აღდგენაზე.
\'\'ლედი გაგას სურს, რომ ის და ტეილორი ისევ იყვნენ ერთად. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი.\'\'
-განუცხადა წყარომ ერთ-ერთ დასავლურ ჟურნალს.
აგვისტოში წყაროები ასევე იუწყებოდნენ, რომ კინიც ასევე იმედოვნებდა ლედი გაგასთან დაბრუნებას. ასე, რომ ორივეს სურს ურთიერთობის განახლება, ამიტომაც ახლო მომავალში უნდა ველოდოთ წყვილის წითელ ხალიჩაზე ერთად ნახვას.
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგამ და ტეილორ კინმა შეხვედრები დაიწყეს 2011 წლიდან. 2015 წელს მსახიობმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა. 2016 წლის ივლისში კი წყვილი დაშორდა.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი