თეგებით ძიება
06. 11. 2016 News-ები

გიორგი ჯიქია: ახლა მხოლოდ რუსეთის ნაკრებზე ვფიქრობ!

6 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი ჯიქიას "ამკარი" ცსკა-ს ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2. მატჩის 24-ე წუთზე "ამკარის" შემადგენლობაში პირველი გოლი სწორედ ჯიქიამ გაიტანა.

მატჩის შემდგომ ჯიქიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მივეჩვიეთ ასეთ ცუდ ამინდში თამაშს. დიდი თოვლი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში... ხელთათმანების გარეშე ვითამაშე. ისინი ხელს არ მიშლიან, უბრალოდ მათ გარეშე თამაშს ვარ მიჩვეული. ცსკა-სთან შეხვედრისთვის ისევე ვემზადებოდით, როგორც ყველა სხვა მატჩისთვის. ფრე ლოგიკური შედეგია.

ჩემი გოლი? სტანდარტულებზე დავალებებს მაძლევენ. ახლა სწორედ ეს დავალება შევასრულე.

"ამკართან" კიდევ 1,5-წლიანი კონტრაქტი მაქვს. გადავალ თუ არა სხვა კლუბში? არ ვიცი, ჩემს აგენტს ჰკითხეთ. ამ ეტაპზე წინადადებები არ მაქვს, არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის ამაზე.

ახლა მხოლოდ რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ. მიხარია, რომ გამომიძახეს. მზად ვარ კონკურენციისთვის", - ციტირებს ჯიქიას news.sportbox.ru.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა