თეგებით ძიება
06. 11. 2016 News-ები

შენთან ვიქნები !!!

რა რომანტიკა ერევა ტალღებს
გთხოვ დააკვირდი და მომახსენე,
შენი ბრალია ეს სიყვარული
ცოცხალი რომ ვარ შენ გამახსენე.

ტირიფის ტოტებსაც დააკვირდი,
როგორ უკრავენ თეთრ ვიოლინოს,
თითქოს სცენარებს თხზავენო ჩვენზე,
თითქოს ხატავენ გადამშრალ ტილოს,

მთელი სხეული მიკრთის იმედით,
და ყველა ნაკვთი ბედნიერია,
მე შენით მივხვდი, სიცოცხლევ ჩემო,
რომ ეს ცხოვრება მშვენიერია..

მე შენ მიყვარხარ და ეს შენც იცი,
ფორიაქობა დაიწყო გულმა,
ძარღვებში სისხლმა დაიწყო ჩქეფვა,
უშენოდ ყოფნით დაბინდულმა.

ახლა შენ მყავხარ, მე კი შენი ვარ,
სულის ამინდებს მოგახლი თოვლად,
ყველა ცრემლიან გათელილ დღეებს,
მე სამომავლოდ გაგიხდი ლტოლვად.

დავიხარჯები ბოლო წუთამდე,
სიყვარულისთვის ცად ავლაგდები,
შენთან ვიქნები ბოლო სუნთქვამდე,
სანამ ხელებში არ ჩაგაკვდები
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა