თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1281671991897738
07. 11. 2016 News-ები

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მივიღე გადწყვეტილება გადავდგე და დავიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგის დროს და მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც არ ებრძვიან კორუფციას და ეწინააღმდეგებიან რეფორმებს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერს შევცვლიდით, პრეზიდენტი პოროშენკო კი მეუბნებოდა, რომ მას ხელს იაცენუკი უშლიდა. ჩვენ მას დავეხმარეთ თავი დაეღწია მისგან და რით დამთავრდა ეს ყველაფერი. იაცენუკის გუნდი ოდნავ გვერდით ჩააჩოჩეს პრეზიდენტის გარემოცვისგან, მაგრამ მათ გააგრძელეს ქვეყნის ძარცვა, ისევე როგოც ამას ადრე აკეთებდნენ. ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, მე ამ ყველაფრისგან დავიღალე და შემიძლია ვთქვა, რომ ამდენჯერ არავის მოვუტყუებივარ. მე გადავწყვიტე გადავდგე და დავიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი, ხელებს არ ჩამოვუშვებ და არ დავიღლები. იმაზე ნურც იოცნებებენ, რომ მე მომიშორებენ.

"მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც იქამდე მიდის, სანამ შეუძლია. მერე იქამდე, სადამდეც საჭიროა. რამდენიც სჭირდება საბოლოო გამარჯვებამდე. ვიბრძოლებ, რომ გავათავისუფლო უკრაინა ამ საზიზღრობებისგან და ამ კორუფციული ჭუჭყისგან, რომელმაც უღალატა უკრაინის რევოლუციურ იდეას. რომლისთვისაც არსებობის მთავარი მიზანი ჯიბეების გასქელებაა. ვიბრძოლებ რამდენიც საჭირო იქნება სრული გამარჯვებისთვის უკრაინის კორუფციული სიბინძურიდან გასათავისუფლებლად,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა