თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1281680491896888
07. 11. 2016 News-ები

"თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას" - ლევან იზორია

ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრობის 100 დღის შეჯამებისას, ხმაურიანი განცხადება გააკეთა წვევამდელების სისტემასთან დაკავშირებით. იზორიამ განმარტა, რომ აპირებს, აღადგინოს სავალდებულო სამხედრო გაწვევა ჯარში, თუმცა ეს იქნება უკეთესი პირობებით, წვევამდელებს გაეზრდებათ ხელფასი, ასევე გაიზრდება საბრძოლო მომზადების კურსიც.

"მივიღე გადაწყვეტილება, წვევამდელების სისტემა, რომელიც შეჩერებული იყო თავდაცვის უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ ის არ იყო გაუქმებული, სხვა უწყებებში ხდებოდა გაწვევა, თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას,“- განაცხადა იზორიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა