საზარელი მკვლელობის ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი დღეს საქალო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაცვის მხარის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, დაუსაბუთებელია.
ასევე დაუსაბუთებელი იყო ბრალდების მხარის მოთხვონაც პატიმრობის შეფარდებაზე. ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. ხუთივეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.