ვეგეტარიანული დიეტა: როგორ დავიკლოთ 9 კილოგრამი
მსახიობები ყოველთვის ცდილობენ წარდგნენ მაყურებლის წინაშე იდეალური ფორმით. და მილიონობით ქალს და გოგონას სურს მათ ჰგავდნენ.
მაგალითად, მსახიობმა დრიუ ბერიმორმა წონაში დაიკლო 65 კილოგრამიდან 56 კილოგრამამდე. ის იყო განწყობილი, რომ ნებისმიერ ფასად უნდა გამხდარიყო, ამიტომაც ის დათანხმდა დიეტოლოგის რჩევას, დაეცვა ვეგეტარიანული დიეტა.
ხორცს მსახიობი ძალიან იშვიათად ჭამდა, მიუხედავად ამისა, მას ძალიან გაუჭირდა დიეტის დაცვა, ის ტიროდა კიდევაც, მაგრამ არ დაურღვევია პირობა, რომელიც საკუთარ თავს მისცა.
\'\'მე თავს ვგრძნობდი შესანიშნავად, მე მივდევდი კიმბერლ სნაიდერის მეთოდს, მაგრამ რაციონში დავამატე ცოტა თევზი და ქათმის ხორცი. კიმბერლი იცავს მხოლოდ ვეგეტარიანულ ან ვეგანურ დიეტას. მე ძალიან მინდოდა წონის დაკლება, ამიტომაც უკან არ დამიხევია. ამ დროის განმავლობაში, სანამ წონას ვიკლებდი ვტიროდი და ვოცნებობდი პიცაზე.\'\'
სხვათა შორის ბოლო წლებში საუბრობდნენ, რომ ბერიმორი იყო ორსულად. მაგრამ გუშინ გაირკვა, რომ ფილმ \'\'ჩარლის ანგელოზების\'\' ვარსკვლავმა დაიკლო წონაში ძალიან მოკლე პერიოდში.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი