-ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს
ღამით როდესაც სულ ყველას სძინავს,
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მას გონია რომ მე იგი მიყვარს,
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,
იგი კრთის როგორც ჩიტი პატარა,
იმ ღამით მე მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა.
და ისე მოკვდა რომ ვერ გაიგო,
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,
დაღლილ დაქანცულს უკვე დაკარგულს,
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,
თურმე ტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს,
ხალხნო გაიგეთ მე ის გოგონა,
ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს
წყარო: poezia.in