ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის პროცესის წლის ბოლომდე დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ
საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა - ეს განცხადება ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხეილ ბონიმ გააკეთა. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტში.