ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს გამართული ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4462 ლარით განისაზღვრა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა და 1 ევრო 2.7031 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.7081 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი შედარებით მაღალია.
ეროვნული ბანკი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგეს, რომელიც ძალაში მეორე ვაჭრობამდეა.