ბრედ პიტი ბავშვებზე მეურვეობას მოითხოვს
მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტს არ სურდა ანჯელინასა და მისი შვილების მეურვეობის საკითხი სასამართლოს განეხილა, რადგან ის თვლიდა, რომ ამ პროცესს შესაძლოა ცუდი გავლენა მოეხდინა შვილებზე, მსახიობმა რამდენიმე დღის წინ ჯოლის სარჩელს უპასუხა და დოკუმენტები წარადგინა სასამართლოში.
ბრედი იმედოვნებს, რომ სასამართლო მას დააკისრებს იურიდიულ და ფიზიკურ მეურვეობას მედოქსზე, პაქსზე, ზაჰარაზე, შაილოზე, ვივიენსა და ნოკსზე. ამ დროისთვის სრული მეურვეობა ბავშვებზე აკისრია ანჯელინას, რომელმაც 19 სექტემბერს მოითხოვა განქორწინება, რის მიზეზადაც \'\'უთანხმოება\'\' დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ახლა ოჯახის და ბავშვთა ლოს-ანჯელესის დეპარტამენტი, იკვლევს რამდენიმე ბრალდებას იმის შესახებ, რომ პიტი შეურაცხყოფას აყენებდა თავის ქალიშვილებს და ვაჟებს, მათ უყვიროდა და ფიზიკურ ძალასაც იყენებდა. მიზეზი ასეთი სერიოზული ეჭვის არის მედოქსისა და ბრედის ჩხუბი, რომელიც მოხდა სექტემბერში, ვარსკვლავური ოჯახის კერძო თვითმფრინავში.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი