თეგებით ძიება
08. 11. 2016 News-ები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი რეკორდი: 13 ბომბი ერთ მატჩში!

"გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი მორიგი რეკორდის ავტორი გახდა. "ნიუ ორლეათან" გუშინდელ მატჩში, მცველმა 13 სამქულიანი ჩააგდო, რაც NBA-ის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა.

კარიმ მთელი მატჩის განმავლობაში 17 შორეული ტყორცნა შეასრულა და რეალიზაციის პროცენტმა 76.4 შეადგინა. სტივენმა ჯამში 46 ქულა მიითვალა.

აქამდე ერთ მატჩში რეალიზებული სამქულიანების რეკორდი იყო 12 შორეული ზუსტი ტყორცნა. ეს რეკორდი თავად კარის, კობი ბრაიანტსა და დონიელ მარშალს ეკუთვნოდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე შეწყდა კარის სარეკორდო სერია, რომლის დროსაც, ის მატჩში მინიმუმ ერთ სამქულიანს ათავსებდა კალათში. კვირას, "ლეიკერსის" წინააღმდეგ, ბოლო ორი სეზონის MVP-მ ათიდან ათი მცდელობა გააფუჭა. მისი შედეგიანი სერია 157 მატჩი გრძელდებოდა.

დღის მიღწევები
"ვაშინგტონის" გამთამაშებელმა ჯონ უოლმა "ჰიუსტონთან" მატჩში რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამით, კარიერაში მისი საერთო მონაგარი 3827-მდე (საშუალოდ მატჩში 9.0 პასი) ავიდა. 2010 წლის დრაფტის პირველი ნომერი მხოლოდ მეშვიდე სეზონს ატარებს ლიგაში და უკვე გახდა "ვაშინგტონის" ისტორიაში საუკეთესო მეპასე. მან კლუბის ლეგენდას და დიდების დარბაზის წევრს უეს ანსელდს გაუსწრო.

* * *
"ჰიუსტონის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა ამ სეზონში უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა, როცა ერთ თამაშში მინიმუმ 30 ქულა და 15 შედეგიანი პასი დააგროვა. გუშინ, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მისი სტატისტიკა 32 ქულა და 15 გადაცემა იყო.

ასე რომ, ჰარდენს მიმდინარე სეზონში ამგვარი მატჩი უფრო მეტი აქვს, ვიდრე შარშანდელ სეზონში ლიგის ყველა მოთამაშეს ერთად აღებული ჰქონდა (3).

* * *
"ოკლაჰომა-სიტის" თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს. "მაიამისთან" გუშინდელი მოგების შემდეგ, გუნდს შვიდ მატჩში ექვსი მოგება და ერთი წაგება აქვს. "ოკლაჰომას" ასეთი შედეგი 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა "სიეტლ სუპერსონიქსი" ოკლაჰომა-სიტიში გადაბარგდა.

გარდა ამისა, "თანდერს" გუშინ, საიუბილეო მე-400 მოგება ჰქონდა არსებობის ისტორიაში რეგულარულ ჩემპიონატებში.

* * *
"ოკლაჰომას" გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გახდა ლიტველი ცენტრი დომანტას საბონისი. ლეგენდარული არვიდას საბონისის ვაჟმა 30 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. გარდა ამისა, ბიგმენმა ოთხი სამქულიანი გამოიყენა.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. გასულ კვირას, მან სამიდან სამი მატჩი მოიგო და საშუალოდ, 24.7 ქულა, 9.3 მოხსნა და 11.3 შედეგიანი პასი დააგროვა. დავამატებთ, რომ დღეისთვის "კლივლენდი" ერთადერთი გუნდია ასოციაციაში, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში მატჩი არ წაუგია.

დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "იუტას" მცველი ჯორჯ ჰილი. "ჯაზმენებმა" გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგეს, მათ შორის, სტუმრად, "სან ანტონიოსთან". ჰილი ამ თამაშებში საშუალოდ 20.8 ქულას, 3.3 მოხსნასა და 5.8 შედეგიან პასს აგროვებდა.

ფილადელფია-იუტა 84:109
24:30, 19:22, 18:25, 23:32
ფ: ოკაფორი (15), ემბიდი (14+9 მოხსნა), კოვინგტონი (12+8 მოხსნა), ოკაფორი (10).
ი: ჰეივორდი (20+7 მოხსნა+5 პასი), ჰუდი (18), ფეივორსი (16+14 მოხსნა+3 დაფარება), ეკზამი (11).

შარლოტი-ინდიანა 122:100
43:34, 32:21, 24:23, 23:22
შ: უოკერი (25+10 პასი), ზელერი (13+5 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (13), ჰოიესი (13+13 მოხსნა), უილიამსი (12), ბელინელი (12), კამინსკი (11), სეშენსი (10).
ი: მაილზი (23), ჯეფერსონი (12+9 მოხსნა), ტერნერი (12+5 მოხსნა), ჯორჯი (10+7
მოხსნა+6 პასი).

ჩიკაგო-ორლანდო 112:80
37:24, 24:28, 27:11, 24:17
ჩ: ბატლერი (20+5 მოხსნა+7 პასი), გიბსონი (16+11 მოხსნა), უეიდი (16), მაკდერმოტი (11), კენაანი (10).
ო: გორდონი (15), ფურნიე (13), ვუჩევიჩი (11+6 მოხსნა+5 პასი).

ვაშინგტონი-ჰიუსტონი 106:114
30:23, 17:33, 36:28, 23:30
ვ: უოლი (21+5 მოხსნა+8 პასი), ბილი (20),პორტერი (20+8 მოხსნა), გორტატი (14+12 მოხსნა), უბრე (10).
ჰ: ჰარდენი (32+6 მოხსნა+15 პასი), ანდერსონი (23+7 მოხსნა), არიზა (15+5 მოხსნა), კაპელა (14+6 მოხსნა+4 დაფარება), გორდონი (11).

ოკლაჰომა-მაიამი 97:85
39:28, 16:19, 28:14, 14:24
ო: კანტერი (24+10 მოხსნა), ოლადიპო (17), საბონისი (15+10 მოხსნა), უესტბრუკი (14+5 მოხსნა+11 პასი).
მ: ჯ. ჯონსონი (18+6 მოხსნა), რიდი (11), დრაგიჩი (11), ბებიტი (11), ტ. ჯონსონი (10), უაიტსაიდი (5+12 მოხსნა).

კლიპერსი-დეტროიტი 114:82
33:15, 29:17, 29:21, 23:29
კ: პოლი (24+6 მოხსნა+8 პასი), რედიკი (20), გრიფინი (13+10 მოხსნა+9 პასი), რივერსი (11), ფელტონი (10), ჯორდანი (8+10 მოხსნა).
დ: დრამონდი (15+13 მოხსნა), ლოიერი (14+6 მოხსნა), ჰარისი (12), ჯონსონი (11), მორისი (10).

გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 116:106
28:24, 35:25, 21:29, 32:28
გ-ს: კარი (46+5 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (24), დურანტი (22+5 პასი), გრინი (4+12 მოხსნა+11 პასი).
ნ-ო: დევისი (33+13 მოხსნა), მური (15), ფრეზერი (13+10 პასი).

სმიტი ჩინეთში წავიდა
ერთ დროს NBA-ის ვარსკვლავური ფორვარდი ჯოშ სმიტი ამ სეზონის წინ უკლუბოდ დარჩა და მხოლოდ ახლა იპოვნა კარიერის გაგრძელების ვარიანტი.

სმიტმა კონტრაქტი გააფორმა ჩინეთის ლიგის მოქმედ ჩემპიონთან "სიჩუან ბლუ უეილთან". შეთანხმების თანახმად, ამერიკელი სამი თვის განმავლობაში 1.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს, "ცისფერი ვეშაპების" რიგებში თამაშობდნენ ისეთი კალათბურთელები, როგორებიც არიან ჰასან უაიტსაიდი და მეტა უორლდ პისი.

სმიტი 2004 წლის დრაფტზე მე-17 ნომრად აირჩიეს. 2005 წელს, ის დებიუტანტების მეორე სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, აგრეთვე "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ჩატენვების კონკურსში გაიმარჯვა.

NBA-ში კარიერის დიდი ნაწილი სმიტმა "ატლანტაში" გაატარა, ხოლო მისი ბოლო კლუბი "ჰიუსტონი" იყო. გასულ სეზონში ფორვარდმა 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 12.0 ქულა, 6.0 მოხსნა და 2.6 პასი დააგროვა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა