თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1284369504961320
09. 11. 2016 News-ები

ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღები საქართველოში

ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღების შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კორუფციის საფრთხეზე საუბრობენ. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი იმდენად ხანდაზმულია, რომ ტექდათვალიერების გავლას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის ზედმეტი დანახარჯი იქნება.

„ასეულობით ათასი მანქანა რეალურად ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას და ეს ყველაფერი განპირობებულია ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და იმით, რომ ოჯახების შემოსავლები არ იძლევა საშუალებას, შეძენილი იქნეს უკეთესი ავტომობილები,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა