თეგებით ძიება
04. 12. 2016 News-ები

კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ცალ-ცალკე ცხოვრობენ

კიმ კარდაშიანისა და კენი უესტის ოჯახში დადგა არასასიამოვნო დრო. თავიდან კიმ კარდაშიანის სახლის გაძარცვა პარიზში, შემდეგ რეპერის ჰოსპიტალიზაცია-ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს ცუდი შედეგი გამოიღო წყვილის ურთიერთობაზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ რაც რეპერი საავადმყოფოდან გამოწერეს ცხოვრობს ცოლისგან და შვილებისგან შორს ნაქირავებ სახლში.

წყაროს თქმით, მოვლენების ამ მხრივ განვითარება იმაზე მიანიშნებს, რომ კარდაშიანს არ სურს მისი ქმარი, რომლის მდგომარეობაც დასტაბილურდა, მაგრამ მაინც არ არის სანდო, იმყოფებოდეს მათი ქალიშვილის და ვაჟის გვერდით.

წყარო ასევე იუწყება, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, რეალითი შოუს ვარსკვლავს სჯერა, რომ მკურნალობას, რომელსაც მისი მეუღლე ახლა გადის მათ ურთიერთობას დაეხმარება:

\'\'ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. კენის ქცევა ძალიან ცუდად აისახა მათ ურთიერთობაზე. მაგრამ კიმი მშვიდად არის, რადგან იცის, რომ ახლა მის მეუღლეს ეხმარებიან. ის მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობა დაეხმარება კენის და მათ ურთიერთობასაც იხსნის.\'\'

კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ცალ-ცალკე ცხოვრობენ

კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ცალ-ცალკე ცხოვრობენ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა