თეგებით ძიება
04. 12. 2016 News-ები

6 პროდუქტი, რომელიც გიხსნით თმის ცვენისგან

-მდოგვის ფხვნილი
-კვერცხის გული
-ქოქოსის ზეთი
-ხახვი
-თაფლი
-ლავანდის ზეთი

როგორ გამოვიყენოთ?
მდოგვის ფხვნილი
1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი და 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხი. დაიტანეთ თავის კანზე. ჩამოიბანეთ 5 წუთის შემდეგ.

ქოქოსის ზეთი
2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, შეურიეთ ერთმანეთს. ითვლება, რომ ეს ზეთები აგვარებს თითქმის ყველა პრობლემას, რაც თმასთანაა დაკავშირებული.
თუ თქვენი თმა არ არის ცხიმიანი შეგიძლიათ გაიჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში ან ჩამოიბანეთ 1 საათში. რა თქმა უნდა, შამპუნით დაიბანეთ.

კვერცხის გული
კვერცხის გული შეურიეთ ნახევარ ავოკადოს და გაიჩერეთ თმაზე 40 წუთის განმავლობაში.

ხახვი და თაფლი
ეს ორი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანდემში. როგორც წყაროები ამტკიცებენ ამ შემთხვევაში უკეთეს ეფექტს ვიღებთ და ვანეიტრალიზებთ ხახვის უსიამოვნო არომატს თაფლით.
ხახვი ბლენდერში მოათავსეთ და შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ძალიან თხევადი თაფლი. დაიტანეთ მიღებული მასა თმის ძირებზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ შამპუნით.

ლავანდის ზეთი
სუფთა ლავანდის ზეთის გამოყენება არ შეიძლება. მას შეუძლია დაწვას თავის კანი და დააზიანოს თმა.
მაგრამ კონცენტრირებული შემადგენლობით ლავანდის ზეთი ძალიან სასარგებლოა.
შეურიეთ რამდენიმე კოვზი ზეთი ჩვეულებრივ შამპუნს და დაიბანეთ თმა.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა