თეგებით ძიება
04. 12. 2016 News-ები

"კრასნოდარის" გულშემატკივრებმა თორნიკე ოქრიაშვილი ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"კრასნოდარის" გულშემატკივრებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი აირჩიეს.

კლუბის ოფიციალურ საიტზე თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 2500-მა გულშემატკივარმა მიიღო. ოქრიაშვილმა ხმათა 20,7%-ით იმარჯვა. მეორე ადგილზე 16,2%-ით ანდრეას გრანკვისტი გავიდა, მესამეზე კი მარათ იზმაილოვი - 15,3 %.

ოქრიაშვილმა ნოემბერში ორი არასრული მატჩი ჩაატარა "ორენბურგისა" და "ზენიტის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელთან ქართველმა ფეხბურთელმა თავი უალამაზესი მაკრატელათი გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა