თეგებით ძიება
07. 12. 2016 News-ები

როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს?

არ არსებობს მახინჯი ქალები
არ არსებობს მახინჯი ქალები, უბრალოდ არიან ისეთები, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო არ უვლიან თავს. და რომელ მამაკაცს მოეწონება მოუვლელი ქალი? ამის გამართლება არ უნდა ეძებოთ და არ უნდა თქვათ, რომ არ გყოფნით თავის მოსავლელად ფული, დრო და ასე შემდეგ. ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი წუთები, როდესაც შეძლებთ მაკიაჟის გაკეთებას. არ არის აუცილებელი იაროთ სპორტდარბაზში, შეგიძლიათ სახლში რაღაც ვარჯიშები გააკეთოთ. გახსოვდეთ არსებობს მხოლოდ ერთი დაბრკოლება, იმისთვის რომ იყოთ ლამაზი-ეს თქვენი სიზარმაცეა.

უნდა განვითარდეთ
სილამაზე ეს, რა თქმა უნდა, კარგი იარაღია იმისთვის, რომ მამაკაცთა გულები დაიპყროთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მამაკაცს მხოლოდ ლამაზი სურათი კი არ უნდა, არამედ საინტერესო თანამოსაუბრე. განვითარდით, იკითხეთ წიგნები, უყურეთ საინტერესო ფილმებს, იარეთ თეატრში.

იყავით უბრალო და გახსნილი-ეს ასევე მნიშვნელოვანია
მამაკაცს რომ მოეწონოთ ამისთვის აუცილებლად გლამურული ლედი არ უნდა გახდეთ, რომელიც ყველას ზემოდან დაჰყურებს და რომელთანაც მისვლაც კი რთულია. იყავით უბრალო და ხშირად გაიღიმეთ.

ნუ მოიხვევთ თავს \'\'სტანდარტებს\'\'
ჟურნალების პრიალა გვერდებზე ხედავთ ულამაზეს გოგონებს, რომლებსაც გლუვი კანი და შესანიშნავი ფიგურა აქვთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს ასე გამოიყურებოდეს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ მოხდება, არ ეცადოთ თქვენგან შექმნათ იდეალური თოჯინა, არ დიწყოთ დიეტა და არ ეცადოთ ვინმეს დაემსგავსოთ. იყავით ის ვინც ხართ, ხაზი გაუსვით თქვენს კარგ მხარეებს და დამალეთ სუსტი მხარეები.

მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც მათი სჯერათ და მხარს უჭერენ
მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია მისი რჩეულისგან მხარდაჭერა-არ დაგავიწყდეთ ეს. არ გამოთქვათ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ის ცოტა ფულს გამოიმუშავებს და კარგი სამსახური არ აქვს. უკეთესია იფიქროთ ერთად, როგორ დააღწიოთ თავი ამ სიტუაციას. არ დაგავიწყდეთ, რომ უთხრათ: \'\'მე შენი მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.\'\'

მთავარი სიყვარულია
გახსოვდეთ თუ მამაკაცს თქვენ უყვარხართ, მაშინ თქვენ მას ყოველთვის მოეწონებით-მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე. ის მიიღებს თქვნს ყველა უარყოფით თვისებას. ამიტომაც გიყვარდეთ და სიყვარულს უკანვე მიიღებთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა