თეგებით ძიება
09. 12. 2016 News-ები

როგორ დავამშვიდოთ მეგობარი რთულ სიტუაციებში

1. უფლება მიეცით ილაპარაკოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი იტყვის ყველაფერს რასაც ფიქრობს-მაშინ შეგიძლიათ რჩევების მიცემა და დიალოგის დაწყება. თუ თქვენი მეგობარი ჩუმად არის და კედელს უყურებს- ჩაეხუტთ მას და ეცადეთ ათქმევინოთ თავისი პრობლემის შესახებ. არ იყოთ მკაცრი მის მიმართ თუ რაიმე არ მოგეწონებათ, უბრალოდ თავი გააქნიეთ და მიანიშნეთ, რომ არ ეთანხმებით.

2. არ ეცადოთ მეგობრის ისტერიკა ძალით შეაჩეროთ. დაე ემოციებისგან დაიცალოს-ამის შემდეგ გადადით საქმეზე. მნიშვნელოვანია ჩახუტება, ხელი მოჰკიდეთ -ფიზიკური კონტაქტი ასეთ სიტუაციებში ძალიან ბევრს ნიშნავს.

3. შეეკითხეთ იქნებ მას თქვენი დახმარება სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წუთის წინ უარი გითხრათ დახმარებაზე, მან შესაძლოა აზრი შეიცვალა.

4. არ უთხრათ ასეთი რამ \'\'მე ხომ შენ გეუბნებოდი\'\', ამ სიტყვებით თქვენ უფრო დაუმძიმებთ მას მდგომარეობას.

5. არ შეადაროთ მისი პრობლემა თქვენსას. ამით თქვენ მას ვერ დაეხმარებით ამ პრობლემის მოგვარებაში. ამ დროს დაივიწყეთ თქვენი თავი და იფიქრეთ მხოლოდ მეგობარზე.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა