თეგებით ძიება
09. 12. 2016 News-ები

კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

მკვლელობა მოხდა თელავის რაიონში. სოფელ წინანადალში ქმარმა 29 წლის ცოლი სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა იმავე იარაღით სცადა. ელენე შიუკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება ქმარს, ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია. ,,ქრონიკის" ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა გახდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

imedi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა