თეგებით ძიება
10. 12. 2016 News-ები

სერია A. XVI ტური: "ლაციომ" გენუაში იმარჯვა

10 დეკემბერს იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის 2 შეხვედრა გაიმართა.

აუტსაიდერთა "6-ქულიან" "კროტონემ" 2:1 დაამარცხა "პესკარა". ორივე გუნდი თამაშს 10-10 კაცით ასრულებდა.

რომაულ დერბიში დამარცხების შემდეგ სიმონე ინძაგის "ლაციომ" გენუაში დაამარცხა "სამპდორია" - 2:1.

რომაელები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა დააწინაურა, მალევე მარკო პაროლომ ორამდე გაზარდა "ლაციოს" უპირატესობა. "სამპდორიამ" მხოლოდ მეორე ტაიმში გაქვითა ერთი გოლი.

დღეს ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ტურინული დერბია "ტორინო" ლიდერ "იუვენტუსს" მასპინძლობს.

შაბათი. 10 დეკემბერი
კროტონე-პესკარა 2:1
გოლები: 1:0 პალადინო (24-პენ), 1:1 კამპანიარო (82), 2:1 ფერარი (83)
გაძევება: აკვილანი (73. პესკარა), კაპეცი (80. კროტონე)
გამოუყენებელი პენალტი: მემუშაი (44. პესკარა)

სამპდორია-ლაციო 1:2
გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (40), 0:2 პაროლო (45), 1:2 შიკი (89)

კვირა. 11 დეკემბერი
კალიარი-ნაპოლი 15:30
ატალანტა-უდინეზე 18:00
ბოლონია-ემპოლი 18:00
პალერმო-კიევო 18:00
ტორინო-იუვენტუსი 18:00
ინტერი-ჯენოა 23:45

ორშაბათი. 12 დეკემბერი
ფიორენტინა-სასუოლო 22:00
რომა-მილანი 00:00

1. იუვენტუსი - 36 ქულა; 2. რომა - 32; 3. მილანი - 32; 4. ლაციო - 31; 5. ნაპოლი - 28.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა