თეგებით ძიება
17. 12. 2016 News-ები

ბინდი ზღვის პირას

ვიდექი ზღვასთან ტალღების პირას,
როგორც ფანტელი მათოვდა ფიქრი,
ტალღებს მზე სხივებს ლამაზად სწირავს,
რა საამურად წვებოდა ბინდი,

აიტოტება ლანდები ზღვაში,
ნიავს ჩურჩული ნაპირზე მოაქვს,
ალბათ პოეტებს არ სძინავს მაშინ
ღამით ნაპირი სამოთხეს რომ ჰგავს,

ცაზე ვარსკვლავებს ვითვლიდ როცა
ზღვამ გამორიყა მგოსნების ნავი,
მე ლექსის წერას ვამთავრებ, მორჩა,
პოეტის ლანდებს ეძღვნება ჟამი,

თურმე პოეტებს არ სძინავთ რადგან
ზღვის პირას მუდამ მზის ჩასვლას ველით,
სხვა ვერ შეიგრძნობს ბინდობის განცდას,
თუ არ შეხედა პოეტის მზერით,

ქვიშას ტალღები ეხება ფრთხილად,
თითქოს პირველად ხედავდეს ღამით,
ტალღებს ლანდები მოჰყავს ზღვის პირას,
ქვიშაზე ჩნდება წარწერა კალმით,

ტალღების ცემა რითმებში ისმის,
როგორც ქვიშაზე დაწერილ ლექსად,
მზე ალბათ უკვე ჩასაცმელს იხდის,
ესეთ პეიზაჟს ვერ ნახავ ვერსად.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა