თეგებით ძიება
20. 12. 2016 News-ები

ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვა იწყება

ევროკავშირის მუდმივწარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) ევროპის საბჭოს სახელით დაადასტურა, რომ ევროპარლამენტში მიღწეულია შეთანხმება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი საკითხის ოფიციალურ განხილვას იწყებს, რომელიც კენჭისყრაზე უნდა დამტკიცდეს, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს გადაეცემა დასამტკიცებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ოფიციალურად ავრცელებს.

შეთანხმება ორმხრივია და ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე (180 დღის განმავლობაში 90 დღე) უვიზოდ გადაადგილების უფლების მინიჭებას.

აქცე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ შევა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა