თეგებით ძიება
20. 01. 2017 News-ები

დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინი ახალ \'\'ჰარი პოტერში\'\'

ჰარი პოტერის ფილმისა და წიგნის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ გაიხარონ: როგორც ჩანს საყვარელი გმირები ბრუნდებიან ეკრანზე და ჩვენ ისევ ვიხილავთ დენიელ რედკლიფს ჰარი პოტერის როლში, ემა უოტსონს ჰერმიონის როლში და რუბერტ გრინს რონ უიზლის როლში!

დასავლური მედიის ინფორმაციით, ჰოლივუდში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი \'\'Harry Potter and the Cursed Child-ის\'\' ეკრანიზაციის თაობაზე, რომელიც გასულ წელს გამოიცა და ცნობილი საგის გაგრძელებაა.

ამ პიესაში საუბარი მიდის გმირების ბედზე და პირველ პლანზე ამ შემთხვევაში არიან მთავარი გმირების შვილები. წიგნმა დიდ წარმატებას მიაღწია.

რა თქმა უნდა, ასეთ წარმატებას განმტკიცება სჭირდება და კინოპროდუსერებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება როულინგთან ფილმის ეკრანიზაციასთან დაკავშირებით. ასევე გადაწყდა, რომ ძველ გმირებსაც დააბრუნებენ ფილმში ჰარის, რონსა და ჰერმიონს და ისინი როგორც ჩანს თანახმანი არიან:

\'\'მე ვიცი, რომ კინოკომპანია Warner Bros უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ემასთან, რუპერტთან და დენიელთან, მათ სურთ, რომ ეს რაღაც გრანდიოზული იყოს. ისინი ფიქრობენ მთლიან ტრილოგიაზე და უნდათ, რომ მსახიობები, რომლებიც ყველამ ვიცით, ფილმებში, რომლებითაც ჩვენ გავიზარდეთ, მონაწილეობდნენ ახალ პროექტშიც.\'\'

-განაცხადა გუშინ ჯიმ ჰილმა, რომელსაც კავშირები აქვს ჰოლივუდთან.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო კასტინგი პოტერის და მისი მეგობრების შვილების კასტინგზე, რადგან სწორედ ახალ თაობას ენიჭება მთავარი როლი მომავალ ფილმში.

პროექტი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა ამიტომ რთულია ზუსტი თარიღის დასახელება: წყაროები ვარაუდობენ, რომ 2026 წელს გამოჩნდება ახალი ფილმი ჩვენს ეკრანებზე.


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა