თეგებით ძიება
21. 01. 2017 News-ები

\'\'მასლენიცა\'\' 2017: რომელ რიცხვში დაიწყება ყველიერი

მასლენიცა ეს არის წარმართული დღესასწაული, როდესაც ვეგებებით გაზაფხულს, ბუნების გაღვიძებას და თაყვანს ვცემთ მზეს. მოგვიანებით ქრისტიანულმა ეკლესიამ შეინარჩუნა ეს სლავური ტრადიცია.

ეს დღესასწაული მოძრავია, მისი დაწყების თარიღი დამოკიდებულია აღდგომის დღესასწაულზე. აღდგომა 2017 წლის 16 აპრილს აღინიშნება.

7 კვირით ადრე აღდგომამდე 2017 წელს იწყება დიდი მარხვა 27 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით. აქამდე ერთი კვირით ადრე კი არის ყველიერის კვირა.

ასე რომ, ყველიერის კვირა, რომელიც ცნობილია, როგორც მასლენიცა 2017 წელს იწყება 20 თებერვალს და სრულდება 26 თებერვალს.

ამ კვირაში მაგიდაზე არის ბლინები, ყველი, ნამცხვრები. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ბლინებია, რომელიც მზის სიმბოლოა.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა