თეგებით ძიება
21. 01. 2017 News-ები

ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობები მასშტაბურ ხასიათს იძენს

მეორე დღეა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი არ ცხრება და ხალხი ქუჩებშია. 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, ამერიკის დედაქალაქის ქუჩებში სიტუაცია უმართავი გახდა და პოლიციას დიდი ძალისხმევა დასჭირდა აგრესიულ მოსახლეობაში სიტუაციის განსამუხტად. მანქანებს ცეცხლი ეკიდა, იმსხვრეოდა შენობების მინები...
დღეს, პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და უამრავი ქალი გამოვიდა ვაშინგტონში საკუთარი უფლებების დასაცავად. ქალთა მარშს ისეთი ცნობილი სახეები შეუერთდნენ, როგორებიც არიან: ჯულიან მური, ბიონსე, სკარლეტ იოჰანსონი, ქეითი პერი, ჩელსი ჰენდლერი და სხვები.
პარალელურად, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს ჩიკაგოში, ატლანტაში, ნიუ-იორკში, ტრენტონში, ბოსტონსა და სხვა დიდ ქალაქებში. ხალხის გვერდით არიან კონგრესმენებიც, რომლებიც გარკვეული საკითხების მიმართ დონალდ ტრამპის შეხედულობებს გმობენ.
Gogaggg.tv საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ესაუბრა:
"მე, აქ ჩემი უფლებების დასაცავად მოვედი. ვფიქრობდი, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ, ამერიკის ისტორიაში დარჩა. არ მეგონა, რომ ამის გამო ქუჩაში გამოსვლა მომიწევდა"- როდა ანდერსონი
"სერიოზულად მაფიქრებს ქვეყნის ბედი. უკვე რამდენიმე ღამეა, რაც აღარ მძინავს. ვცდილობ, ამ ყველაფერზე არ ვიფიქრო, მუსიკას მოვუსმინო, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ არ გამომდის"- მერი გალეგერი
"მე, როგორც დედას, მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც მშვიდობა და სიკეთე იქნება. არ მომწონს ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება ემიგრანტების, მუსლიმების, შავკანიანების და ქალების მიმართ..." -ლორენ მილერი
"კედელს კი არა, სიკეთეს უნდა აშენებდეს და აგებდეს!"- ალეხანდრო მარტინესი
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ხალხის მოთხოვნებს პროტესტული მსვლელობებით ლონდონი, პარიზი, მეხიკო და მსოფლიოს სხვა ქალაქებიც უერთდებიან.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი

თეგები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა