თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1362172473847689
22. 01. 2017 News-ები

პრეზიდენტის რანგში მეორე სამუშაო დღე დონალდ ტრამპმა ეკლესიაში ვიზიტით დაიწყო

პრეზიდენტის რანგში მეორე სამუშაო დღე დონალდ ტრამპმა ეკლესიაში ვიზიტით დაიწყო. შეერთებული შტატების ლიდერი მეუღლესთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში ტრადიციულ საინაუგურაციო წირვას დაესწრო და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

დონალდ ტრამპმა საკათედრო ტაძარი განცხადების გარეშე დატოვა და სამუშაო დღე სახელმწიფო სტრუქტურების სტუმრობით განაგრძო. პირველი უწყება, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა მოინახულა ცენტრალური დაზვერვის სამმართველო იყო, რომელიც რუსეთის ჰაკერული თავდასხმების გამოძიების საქმის გამო, დონალდ ტრამპის კრიტიკის ობიექტი გახდა. პრეზიდენტმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და არარსებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელიც მისივე თქმით, მედიის მოგონილი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა