თეგებით ძიება
22. 01. 2017 News-ები

დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს მიშელ ობამას თანამშრომლობისთვის

რვა წლის განმავლობაში აშშ-ს პირველი ლედის რანგში, მიშელ ობამა წარმოადგენდა სხვადასხვა აღიარებულ სტილს. იცვამდა, როგორც ნაკლებად ცნობილი დიზიანერების ტანისამოსს, ისე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დიზაინერების შემოქმედებას.

ჯოზეფ ალტუზარამ, კრისტიან სირიანომ, ჯეისონ ვუმ, ჯორჯინა ჩაპმანმა და კერენ კრეიგმა Marchesa-დან და სხვა დიზაინერებმა დაწერეს წერილები ობამას მისამართით, სადაც მადლობას უხდიდნენ მას თანამშრომლობისთვის.
ჯოზეფ ალტუზარა:

\'\'დიდი მადლობა თქვენ, მიშელ, იმისთვის, რომ ხართ ასეთი შესანიშნავი. თქვენ ყველა ამერიკელის დამცველი ხართ. ჩვენ ძალიან დაგვაკლდებით.\'\'

კრისტიან სირიანო:

\'\'ძვირფასო მიშელ, პატივი იყო თქვენთვის ტანისამოსის შექმნა. იმ ქალის ტანისამოსის, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი ბოლო რვა წლის განმავლობაში. თქვენ დაამახსოვრდებით ყველას, როგორც მზრუნველი პირველი ლედი.

თქვენი მხარდაჭერა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ახალგაზრდა დიზაინერი მერილენდის შტატიდან, ყოველთვის ოპტიმიზმით ვიყავი განწყობილი, მჯეროდა, რომ კარიერაში დიდ წარმატებებს მივაღწევდი, როდესაც დადგებოდა ის ნანატრი წუთი. ეს წუთი ჩემთვის თქვენ იყავით. თქვენი მხარდაჭერა სტიმულს აძლევდა ჩვენს ინდუსტრიას. მე მოუთმენლად ველოდები თქვენი ახალი საქმიანობის დაწყებას და მზად ვარ შევქმნა თქვენთვის ტანისამოსი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. დიდი მადლობა!\'\'

ჯეისონ ვუ:

\'\'მადლობა თქვენ დიდი მხარდაჭერისთვის არა მარტო ჩემი, არამედ ყველა შემოქმედი ადამიანის. თქვენ ჩემი შთაგონების წყარო ხართ.

შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ჩემი ამერიკული ოცნება ახდა.\'\'

დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს მიშელ ობამას თანამშრომლობისთვის

დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს მიშელ ობამას თანამშრომლობისთვის

დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს მიშელ ობამას თანამშრომლობისთვის

დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს მიშელ ობამას თანამშრომლობისთვის

დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს მიშელ ობამას თანამშრომლობისთვის


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა