თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1374294975968772
02. 02. 2017 News-ები

ხმაურიანი აქცია "რუსთავის აზოტის" ქარხანასთან

ამ წუთებში რუსთავის აზოტის ქარხანასთან 26 იანვარს გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ. კომპანიის ხელმძღვანელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერიდან გავრცელებულ შეთავაზებას, რომ 350 თანამშრომელს 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარიან კონპენსაციას გადაუხდიდა, გათავისუფლებულებმა დღევანდელი აქციით უპასუხეს.

საპროტესტო აქცია რუსთავის აზოტის ქარხანასთან ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქარხანაში შესვლა მოახერხა, თუმცა მათთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

შეჭრის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა