თეგებით ძიება
02. 02. 2017 News-ები

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პრეზიდენტი მათთან ერთად ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი.

კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტმა დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევის ნაწილი და ასევე, დიდი მადლობა ელჩებს იმ არაჩვეულებრივი საქმისთვის, რაც საქართველოში გააკეთეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მეგობარ ერებს, მინდა მადლობა გადავუხადო ასევე, დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო როგორც ძველი, ასევე ახალი პარლამენტის წევრებს, რადგან ისინი ღირსეულად ემსახურებოდნენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დააკისრა, რათა შეერთებოდა საქართველო ევროპას. ასე რომ, დიდი მადლობა ყველას და გილოცავთ!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა