თეგებით ძიება
02. 02. 2017 News-ები

როგორ აღვიდგინოთ თმა ზამთრის შემდეგ

1. რეკომენდირებულია თმის დაბანვა თბილი ან ოდნავ გრილი წყლით. წყლის ტემპერატურას არც ისე პატარა მნიშვნელობა აქვს. არ ღირს თავის დაბანვა ცხელი წყლით ეს ზრდის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი თმა ცხიმიანი ხდება. გირჩევთ თმის შაპუნით დაბანვის შემდეგ, თავზე ცივი წყალი გადაივლოთ. ცივი წყალი თმას ხდის ბრწყინვალეს და ელასტიურს.

2. ერთხელ კვირაში რეკომენდირებულია მშრალ თმაზე ზეთის გამოყენება იმისთვის, რათა დაატენიანოთ. მშვენიერია ქოქოსის ზეთი ან კიდევ ზეითუნის ზეთი. დაიტანეთ ზეთი ღამით თმის მთელ სიგრძეზე, ხოლო დილით საფუძვლიანად დაიბანეთ თავი შამპუნით. თუმცა, თუ ასეთი მსხვერპლისთვის მზად არ ხართ, საკმარსი იქნება ამ ზეთის გაჩერება 2-3 საათით ჩამობანამდე. მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ ზეთს მით უკეთესად იგრძნობთ თავს.

3. თმის დაბანვის შემდეგ აუცილებელია მკვებავი ბალზამის გამოყენება. დაბანვის შემდეგ ეცადეთ თმას ჭარბი წყალი ფრთხილად მოაშოროთ, შემდეგ რამდენიმე წუთით შემოიხვიეთ პირსახოცი, რათა თავი დააღწიოთ წყალს. მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით სველ თმაზე მკვებავი ბალზამი დროებით, რომელიც მითითებული იქნება შეფუთვაზე და ჩამოიბანეთ.

4. იმისთვის, რომ მოცულობა შესძინოთ თმას გამოიყენეთ მარილის ნიღბები. ისინი კარგად ასუფთავებენ თმას და თავის კანს მკვდარი უჯრედებისგან. მარილის ნიღბები ეფექტურია თმის ცვენის მკურნალობისთვისაც, ის ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას თავის კანში, რის დახმარებითაც აქტიურდება თმის ფოლიკულები, თმის ფესვები ძლიერდება და სწრაფად იზრდება თმა.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა