თეგებით ძიება
02. 02. 2017 News-ები

4-მა ქართულმა კლუბმა უეფასგან ჯამში 159 416 ევრო მიიღო

უეფამ საქართველოს PRO ლიგა 1-ის გუნდებს 159 416 ევრო ჩაურიცხა მათი ფეხბურთელების 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ სტადიაში მონაწილეობისთვის.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოს", გორის "დილას" და "სამტრედიას" ფეხბურთელებმა ითამაშეს. შესაბამისად, თანხებიც უეფამ ამ კლუბებს ჩაურიცხა.

ქართულმა კლუბებმა უეფასგან შემდეგი თანხები მიიღეს (ევროებში): თბილისის "დინამო" - 109 074; "დილა" - 25 171; "სამტრედია" - 20 975; ბათუმის "დინამო" - 4 195.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა