თეგებით ძიება
03. 02. 2017 News-ები

ანჯელინა ჯოლიმ განსაჯა დონალდ ტრამპის პოლიტიკა

როგორც ადამიანთა უფლებების დამცველ, ანჯელინა ჯოლის არ შეეძლო არ გამოხმაურებოდა დონალდ ტრამპის პოლიტიკას დევნილთა მიმართებაში, რომლებიც მუსულმანური ქვეყნებიდან არიან. The New York Times-ის გამოცემაში გამოთქვა თავისი აზრი ტრამპის ქმედებების შესახებ.

\'\'დევნილები-მამაკაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც აღმოჩნდნენ შუა ომში. ისინი არ არიან ტერორისტები, ისინი თვითონ მათი მსხვერპლნი არიან.\'\'

-დაწერა ჯოლიმ და აქვე დაამატა, რომ ყოველთვის ამაყობდა თავისი ქვეყნის ტოლერანტული დამოკიდებულებით ყველა ადამიანისა და ერის მიმართ, ასე რომ, ახლა რაც ხდება შემაშფოთებელია:

"მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ისტორიით, რომელიც დაუცველ ადამიანთა ჯგუფებს ყოველთვის აძლევდა თავშესაფარს. ამერიკელებმა დაღვარეს სისხლი, რათა დაეცვათ ადამიანის უფლებები, რომელიც არ არის შეზღუდული კულტურით, ეთნიკური წარმომავლობით ან რელიგიით. გადაწყვეტილება არ შემოუშვან დევნილები ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეზღუდონ შვიდი მუსულმანური ქვეყნების მაცხოვრებლების შესვლა აშშ-ში, იყო შოკი ჩვენი მეგობრებისთვის მთელს მსოფლიოში.\'\'

მის გზავნილში ჯოლი არ არის რადიკალური და აღნიშნავს, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე და გადაჭრას დევნილთა პრობლემა. მსახიობმა მკითხველს ასევე შეახსენა, რომ მის ოჯახში იზრდებიან ბავშვები რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იშვილა, მაგრამ მსოფლიოში კიდევ არიან ბავშვები, რომლებსაც სჭირდება დაცვა და თავშესაფარი ამერიკაში.

ანჯელინა ჯოლიმ განსაჯა დონალდ ტრამპის პოლიტიკა

ანჯელინა ჯოლიმ განსაჯა დონალდ ტრამპის პოლიტიკა

ანჯელინა ჯოლიმ განსაჯა დონალდ ტრამპის პოლიტიკა


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა