თეგებით ძიება
11. 03. 2017 News-ები

როგორ გავიზარდოთ გრძელი თმა: რჩევები და რეკომენდაცია

1. არ გამოიყენოთ ფენი. თუ თქვენ აპირებთ გრძელი თმის გაზრდას, იდეალური ვარიანტი იქნებოდა სრულიად უარი გეთქვათ ფენზე. მაგრამ რეალობა უფრო რთულია. დილით სამუშაოზე წასვლამდე რთულია დაელოდოთ თმის გაშრობას. ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ ცხელი მოწყობილობები, რადგან ამის შემდეგ ოცნებაც არ ღირს გრძელ და ჯანმრთელ თმაზე.

2. ნაკლებად ჩაატარეთ ექსპერიმენტები. გადაწყვიტეთ, როგორი თმის ფერი უფრო მოგწონთ და ეცადეთ დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვალოთ. რა თქმა უნდა, კარგ საღებავებს არ აქვთ უარყოფითი გავლენა თმაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იშვიათად იღებავთ. სხვა შემთხვევაში თქვენმა თმამ შესაძლოა სწრაფად დაკარგოს ჯანსაღი სახე. ასევე თმის შესაღებად რეკომენდირებულია გამოიყენოთ საღებავი ამიაკის გარეშე.

3. უარი თქვით დიეტებზე. დიეტა კლასიკური გაგებით არის ძალიან მავნე თმისთვის. აქ იგულისხმება საკვები, კალორიების მინიმალური რაოდენობით, ან კიდევ უარი ზოგიერთი ჯგუფის პროდუქტის მიღებაზე. ყველა საჭირო მიკროელემენტის არასაკმარისი რაოდენობა მაშინვე უარყოფითად აისახება თმაზე. გახსოვდეთ, რომ თქვენს რაციონში აუცლებლად უნდა იყოს რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, შავი პური, ასევე ხილი და ბოსტნეული. იკვებეთ სწორად, რის დახმარებითაც გექნებათ შესანიშნავი ფიგურა და ჯანმრთელი თმა და კანი.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა