თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1411503312247938
12. 03. 2017 News-ები

გიორგი კვირიაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მორიგ კომენტარს უკვე ადგილზე აკეთებს

გიორგი კვირიაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მორიგ კომენტარს უკვე ადგილზე აკეთებს. ის ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს.

„ეს არის ქვეყანა რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას და ასევე ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისათვის რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა