თეგებით ძიება
12. 03. 2017 News-ები

ნათია ფანჯაკიძე -"რომ საფრთხის სუნი დადგა"

სოც.ქსელში ნათია ფანჯაკიძე ბათუმში არსებულ არეულობაზე საუბრობს:

"მთავრობას არა აქვს უნარი გაიაზროს, რომ ქვეყანას არა სადღაც საზღვრის იქით, არამედ სხეულში შემოჭრილი მტერი ყავს და რომ ეს მტერი ძალიან ყურადღებიანი და თანმიმდევრულია, ეს მტერი არასდროს წყვეტს გარკვეულ ჯგუფებთან და თემებზე მუშაობას. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ ან გვძინავს, ნაკვერჩხალს ინახავს, საჭირო დროს გასაღვივებლად. უკვე არაერთხელ ჩვენივე ხელით გვახოცინა ერთმანეთი, ჩვენივე ხელით გადაგვაწვევინა საკუთარი ქვეყანა. რაც ხდება ბათუმში, არ გავს სპონტანურ აფეთქებას. ქართველს როდის იყო ერთი მიზეზი ყოფნიდა გარეთ გამოსასვლელად და თან ასეთი აგრესიული ფორმით. ისეთი შინაარსი გაჩნდა, - თათრებს გვეძახიანო, რომ საფრთხის სუნი დადგა. კაგებეს ჩვეული პრაქტიკაა ქვეყნის შიგნით ბომბების აფეთქება, ერთმანეთს შესევა, თანაც რა დიდი დაკვირვება უნდა, რა ხალისით და იოლად გვძულდება ერთმანეთი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თვითგანადგურებას მოვეშვათ. თუ მთავრობას არა აქვს ტვინი და არაფერს აკეთებს პრობლემების გადასამუშავებლად, ჩვენ გვქონდეს ტვინი, ყოველ მოქალაქეს. აღარ მივცეთ გუშინ იყო არჩევნები, გამოგეხატათ მშვიდობიანად თუკი რამე არ მოგწონდათ, საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ მოიყვანეთ იგივე ხალხი და რადგან მოიყვანეთ, მოითმინეთ შემდეგ არჩევნებამდე, აიღეთ თქვენივე გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი, ჯანსაღი პროტესტი არ გვქონდეს, რომლის გარეშეც პროგრესი არ მოდის, ვიბრაზოთ, მოვითხოვოთ, ოღონდ ასე არა, ქვეყნის უსაფრთხოების რისკქვეშ დაყენების ფასად მივიღებთ ახალ უფსკრულს და არა პროგრესს".

ნათია ფანჯაკიძე -"რომ საფრთხის სუნი დადგა"


სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა