თეგებით ძიება
12. 03. 2017 News-ები

ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს საქართველო და ცეკვის კულტურა გააცნეს

ბევრი რამ მოხდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა ნიუ იორკში, საერთაშორისო ფესტივალზე, შემდეგ კი ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, საქართველოს საკონსულოში საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს გააცნეს საქართველო და ქართული ცეკვის კულტურა.

ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს საქართველო და ცეკვის კულტურა გააცნეს


სწორედ ამ დღეს, ფილადელფიის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლაში, ამავე სკოლის მოსწავლეებმა - ორმა ქართველმა გოგონამ - საქართველოს კულტურა წარმოაჩინეს და ქართულ ჩოხებში იცეკვეს, თან ქართულ ბობოხები ვაჟკაცურად მოირგეს.

ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს საქართველო და ცეკვის კულტურა გააცნეს


ალბათ, ვერც კი მოასწრეს უცხოელებმა ქართველი ბავშვების მიერ წარდგენილი საქართველოს დაგუგლვა, რომ მეორე დღეს ქართველების ხელითვე გადამწვარი ბათუმის სურათები გაჩნდა ინტერნეტში. ეს იმ საქართველოს ფოტოებია, ქართველმა ბავშვებმა რომ ყველაზე ძლიერ ერად წარმოაჩინეს წინა დღით, ერმა რომელმაც საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება!

ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს საქართველო და ცეკვის კულტურა გააცნეს


დღეს ფილადელფიაში მცხოვრები ქართველები ორმგად ვართ ჭირისუფლები: ვგლოვობთ გარდაცვლილ 32 წლის გიგის და გადამწვარ ბათუმს!
რა უცნაურია არა ქართველობა?!

ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს საქართველო და ცეკვის კულტურა გააცნეს


ლელა ვაშაკიძე
ფილადელფია
03.13.2017


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა