თეგებით ძიება
12. 03. 2017 News-ები

Walesonline საქართველო-რუსეთზე: 55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად

ბრიტანული გამოცემა Walesonline "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი, რომელშიც საქართველომ ანგარიშით 28:14 იმარჯვა, ბრიტანულმა გამოცემამ კიდევ ერთ არგუმენტად მოიყვანა, თუ რატომ უნდა მიიღონ "ბორჯღალოსნები" "ექვს ერში".

"55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს
ერში" მისაღებად", - სწორედ ასე ასათაურებს საიტი სტატიას, რომელშიც დღევანდელი მატჩია განხილული.

"რაგბი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა რუსეთთან თამაშს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრები "ექვსი ერისკენ" მიიწევს და ამაში ხელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უწყობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი მზადაა, 8,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს საქართველოს ელიტაში დამკვიდრებისთვის.

და მაშინ, როცა იტალია კვლავ მარცხდება საფრანგეთთან 18:40, საქართველოში რაგბი უფრო ვითარდება", - წერს საიტი.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა