თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1412549202143349
13. 03. 2017 News-ები

ბათუმის აქციასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა პარლამენტში

ოპოზიცია ხელისუფლებისგან დროულ გამოძიებას ითხოვს და ორი დღის წინ მომხდარში ხელისუფლების დაინტერესებას ხედავს. უმრავლესობა კი ბათუმის მოვლენებში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

ევროპულმა საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ბათუმის აქციასთან დაკავშირებით მსჯელობა მოითხოვა. ეს მოთხოვნა კი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ბათუმის აქციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები უნდა მივიდნენ და არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა