თეგებით ძიება
29. 10. 2017 News-ები

საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე

2017 წლის 28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, “The Theater Center”-ში, Ms. Tourism International ჩატარდა, სადაც პირველად ქართველმა - ცისნამი საყვარლიშვილმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს სახელით.
ცისნამი მეთერთმეტე ნომერი იყო და პირველად სცენაზე, საქართველოს დროშით და ქართული ელემენტებით შეკერილი კაბით გამოვიდა. კაბის დიზაინი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველ დიზაინერს - შორენა ბარბაქაძეს ეკუთვნის. ისაუბრა საქართველოსა და მისი ტურისტული ადგილების შესახებ. ცისნამი საყვარლიშვილი, მის ტურიზმი საქართველო 2017, ქვეყანა საქართველოდან.
მეორე გამოსვლა ფერადი საცურაო კოსტუმით. მესამე გამოსვლა კი, დიზაინერი ნატალია გაბეჩავას საღამოს კაბით ჰქონდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ჟიურის მხრიდან.
ცისნამიმ მიიღო ტიტული, მის ქველმოქმედება 2018. Ms. Tourism International Charity 2018.
კონკურსის მთავარი კრედო ქვეყნებს შორის კულტურული და ტურისტული დიალოგია.
"ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ თუნდაც ორით მეტ ამერიკელს გაეგო საქართველოს შესახებ და ვთვლი რომ ჩემი საქმე გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთმა ჟიურის წევრმა სწორად ვერ წარმოთქვა ჩემი სახელი, მათ და მთელ დამსწრე საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება გულანთებული პატრიოტი გოგონა საქართველოდან, რომელიც დიდი ემოციებით საუბრობდა თავის ქვეყანაზე და ინტერვიუზე დასმულ ყველა კითხვას წარმატებით უპასუხა. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ჩემი სპონსორი იყო, ქალბატონი დიანა ბაგრატიონი და მისი ფონდი, Diana Bagrationi Foundation."

საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე
საქართველოს დროშა ბროდვეის სცენაზე

ფოტოების ავტორი: ევა კაპანაძე
სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა