თეგებით ძიება

ტარტალეტები მოცვითა და მოცხარით

ინგრედიენტები
ცომი:
კარაქი - 200 გ
ფქვილი - 320 გ
სახამებელი - 2 ს/კ
კვერცხის გული - 2 ცალი
შაქარი - 100 გ
მწიკვი მარილი

კრემი:
ცხელი რძე - 2 ჭიქა
კვერცხის გული - 3 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 0,5 ჭიქა
კარაქი - 60 გ
ლიმონის ცედრა - 1 ცალი
მწიკვი მარილი
მწიკვი ვანილი
მოცვი - 75 გ
შავი მოცხარი - 75 გ

მომზადების წესები
შაქარი, მარილი და დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, სახამებელი
და მოვზილოთ ცომი. ცომი ჩავდოთ ცელოფანში და 30 წუთით მაცივარში დავდოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ,
ჩავდოთ ტარტალეტის ფორმებში, დავაფინოთ ქაღალდი და ჩავაყაროთ ბრინჯი ან სხვა ბურღული, გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. ბურღული შევინახოთ, ტარტალეტები კი გავაცივოთ. კრემის ინგრედიენტები (კარაქის გარდა) კარგად ავთქვიფოთ და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. როცა ადუღდება, შევურიოთ კარაქი და გავაცივოთ. ტარტალეტები ამოვავსოთ კრემით და მოვრთოთ კენკრით.
რეცეპტი ჟურნალ "გემრიელიას" ივნისის ნომრიდან!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა