თეგებით ძიება
09. 10. 2020 News-ები

“მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები, 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ“ – სანუგეშო წერილი თიკა თედორაძეს

1-ელ ოქტომბერს ხელვაჩაურში ტრაგედია დატრიალდა. სოფელ ჯოჭოში მეწყერმა სახლი ჩაიტანა, რომელსაც ერთადერთი წევრის გარდა, ყველა ემსხვერპლა. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც.

გადარჩა ოჯახის ქალიშვილი თიკა თედორაძე, რომელიც იმ მომენტში ბებოსთან იმყოფებოდა. თიკა თედორაძის გასამხნევებლად, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა მაგდა ჩავლეიშვილმა, რომლის ოჯახიც 2008 წელს მეწყერის ჩამოწოლას ემსხვერპლა.

„სამძიმარი და თანადგომა, პატარა გოგოს, თიკა თედორაძეს ჩემგან! აი უკვე, არ შემიძლია გავჩუმდე და ვაარღვევ შენ წინაშე, ტკივილით სავსე დუმილს! 12 წლის შემდეგ.. რადგან დღეს შენ, ჩემი განმეორება ხარ პატარა გოგო. ჩემსავით გეწვის გული, სული! კი, ყველაზე უკეთ მესმის დღეს, რა დღეში ხარ, რადგან ზუსტად 19. 09. 2008. წლის ღამეს მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები. ზუსტად, ასე ჩამომეშალა ჭერი, ზუსტად ისე წვიმდა, როგორც შენთან გაწვიმდა ჩემო ლამაზო.

თუმცა, სხვაობა ის არის, რომ მეც მათთნ ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი უკვე დავობლდი. არ მინდოდა ვეპოვნე ვინმეს, სიკვდილს არ ვებრძვოდი. პირიქით, ვთმობდი სიცოცხლეს. მაგრამ არ მეწერა, არ მომცა უფლება ღმერთმა წავსულიყავი მათთან ერთად, სხვა ცხოვრებაში. მიპოვეს, ვინც დამრჩა იმათმა ამომიყვანეს, დამაძალეს, რომ მეცხოვრა, მათი სულისთვის!

იმ დროს ერთადერთი დავრჩი გვარის ნერგად. რომ მეგონა ცხოვრება დასრულდა, ღმერთს ვუსვამდი კითხვას რისთვის? პასუხი არ მქონდა. ის მახსოვს, რომ პირიქით, ღმერთს მადლობაც კი გადავუხადე, რადგან სახსალამათი გადავრჩი, არ დამტოვა ინვალიდი.

მე გავაგრძელე სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, დროსთან ერთად ტკივილი ძლიერდებოდა. ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერით გავიმართე, ვისწავლე, შევქმენი ოჯახი, მყავს შვილები და ეს მახარებს, რადგან ჩემი და ჩემი შვილების წყალობით, მარადიული ხსოვნა იქნება. არ ჩაქრება, სანთლები ჩემების სულისთვის! ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, იცი? არ გაბედო, არ დაეცე, ეს შენებს არ მოეწონებათ.

მართალია, ვერავინ შეცვლის, შენების ადგილს, მაგრამ მერწმუნე ჩაენაცვლება, ისინი ვინც გვერდით გეყოლება, როგორც ოჯახი. როგორც ჩემთან, მამიდა და მისი ოჯახი. მათ მიმიღეს, ყველაფერი გააკეთეს ჩემი ბედნიერებისთვის. პირობას გაძლევ, გავა დრო და ჩემსავით იფიქრებ დაუვიწყარ, ტკივილით სავსე შემთხვევაზე. შეუძლებელია, რამე შეცვალო მაგრამ შესაძლებელია, თავს შემოუძახო! გისამძიმრებ თიკუნა და ვთხოვოთ ღმერთს ასე აღარავინ დააობლოს.

მეტი რა გვეთქმის, როცა დღემდე არ მაქვს პასუხი და კიდევ, თუ სურვილი გექნება, რაც ძალიან მინდა, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის. გახსოვდეს რომ გაძლიერდე, ისევ მათ გამო”, – წერს მაგდა. #მეშენიტკივილიმტკივა !!!” – წერს ჩავლეიშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა