თეგებით ძიება
13. 10. 2020 News-ები

ქალმა შინ, აბაზანაში გაჩენილი ახალშობილი მეორე სართულის ფანჯრიდან გადააგდო

ქალმა საკუთარი სახლის აბაზანაში იმშობიარა და ახალშობილი მომენტალურად მეორე სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ახალშობილი ბიჭი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ნიუ იორკში მოხდა, დამნაშავე ქალი 23 წლისაა, რომლის ვინაობასაც სამართალდამცავები არ აცხადებენ.

ახალშობილი ნაგვის გადასაყრელად გასულმა მეზობელმა აღმოაჩინა, რომლის უძულური ტირილისმსგავსი ხმაც შემოესმა, მან სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულ სამედიცინო პესონალსა და სამართალდამცავებს ახალნამშობიარევი ქალი ადგილზე არ დახვდათ, ის სახლიდან მოშორებით ქუჩაში დააკავეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ შესაბამისი მუხლით გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება ახალშობილ ბიჭს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება ბავშვმა რამდენი საათი გაატარა გარეთ, მას ჰიპოთერმია აქვს და კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალშობილის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა