სუპი ყველის ბურთებით
ინგრედიენტები:
ბულიონი ქათმის - 2,5 ლ
სტაფილო - 1 ცალი
კარტოფილი - 5 ცალი
კვერცხი - 1 ცალი
ოხრახუში
მარილი და პილპილი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
ფქვილი - 100 გ
კარაქი - 70 გ
ხმელი სუნელი - გემოვნებით
მომზადების წესები:
ყველი გახეხეთ წვრილად, დაუმატეთ ფქვილი, დარბილებული კარაქი, კვერცხი, მწიკვი მარილი და ხმელი სუნელი გემოვნებით. ყველაფერი კარგად აურიეთ. გააკეთეთ გუნდა და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
ქათმის ბულიონი დადგით ქვაბით ცეცხლზე, რომ ადუღდება, ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.
ტაფაზე გაახურეთ ზეთი, მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო 5 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, შავი პილპილი და თუშეთ კიდევ ცოტა ხანი. გადაიტანეთ მოხრაკული ბოსტნეული ქვაბში, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე და შემდეგ ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
ყველის მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთები და სათითაოდ ჩაყარეთ ადუღებულ წვნიანში. დაუმატეთ მარილი და პილპილი, ხარშეთ კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ქორფა მწვანილი.
gemrielia.ge