გერმანიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს
გერმანიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი, ზაზა ხუციშვილი იპოვეს. ინფორმაცია TIA.GE-ს მისმა ოჯახის წევრმა დაუდასტურა.
როგორც TIA.GE-ს მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია, ოჯახმა ზაზა ხუციშვილის ადგილსამყოფელი გაარკვია. ის უვნებელი და ჯანმრთელია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა ხუციშვილთან ოჯახს ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონია კომუნიკაცია.