"ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი..." - რას წერს ვადაზე ადრე გათავისუფლებულ სერიულ მკვლელზე ადვოკატი?
იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ვადაზე ადრე გათავისუფლებულ სერიულ მკვლელ, ვენერა ობოლაძეზე წერს და მის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში იხსენებს.
"ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიცავდი. დაზარალებულები ბლომად იყვნენ თაღლითობის ეპიზოდებზე და დარბაზიც მათ მხარეს ყოველთვის სავსე იყო. აი, ბრალდებულების მხარეს კი, ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად. ერთ-ერთი პროცესის მერე პროკურორი მიადგა:
- ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებითო?
- ვენერას ქმარი ვარო - იმ კაცმა.
- ბატონო, მერე აქეთ გადმოჯექით, დაზარალებულებისკენ, როგორც პერსპექტიული დაზარალებულიო", - წერს მშვენიერაძე.
სერიული მკვლელი, ვენერა ობოლაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯა, თავისუფალია.13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.