ნაწამებია ჩემი შვილი, რას მიბრმავებენ თვალებს?! ვინ მომიკლა შვილი? - რას ამბობს ბათუმში გარდაცვლილი ქალის დედა?
ბათუმში გარდაცვლილი 42 წლის, დალი ელიზბარაშვილის დედა, მანანა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს.
"ეს არის ნაცემი, მეტი არაფერი. დატანჯულია. ნაწამია ჩემი შვილი. ხან რას იტყვიან, ხან რას. რას მიბრმავებ თვალებს. ვინ სცემა, ვინ მომიკლა. ამბობენ დაიხრჩო თავიო, რატომ უნდა მოეკლა თავი?“, - ამბობს გარდაცვლილსი დედა.
შეგახსენებთ, ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს.
ოჯახის თქმით, ქალი ჯერ აწამეს შემდეგ კი მოკლეს.