ცხოვრება, რეალურად, 40 წლის ასაკში იწყება. მანამდე თქვენ უბრალოდ კვლევას ატარებთ - კარლ იუნგის ცხოვრებაზე
კარლ იუნგი - შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი თეორიით - არსებობს კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც ყველა ადამიანშია. გარდა ამისა, იუნგი ცნობილია თავისი თეორიებით იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებს ქცევას პიროვნების ტიპები, როგორიცაა ინტროვერსია და ექსტრავერსია.
სიცოცხლის პრივილეგია არის გახდე ის, ვინც სინამდვილეში ხარ. ადამიანს სჭირდება სირთულეები. ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
მარტოობას გრძნობ არა იმიტომ, რომ არ გყავს ადამიანები ირგვლივ, არამედ იმის გამო, რომ ვერ ლაპარაკობ შენთვის მნიშვნელოვან თემაზე ან გაქვს გარკვეული შეხედულებები, რომლებიც სხვებისთვის მიუღებელია.
მას ეშინოდა, რომ სხვაზე დამოკიდებულება სჭირდებოდა, როგორც დასუსტებულ კაცს - მხარდაჭერა.
ცხოვრება, რეალურად, 40 წლის ასაკში იწყება. მანამდე თქვენ უბრალოდ კვლევას ატარებთ.
სირცხვილი სულის შემჭმელი ემოციაა.
ვინც მხოლოდ გარეთ იყურება, ოცნებობს; ვინც საკუთარ თავს უღრმავდება - იღვიძებს.
ადამიანს შეუძლია, გაუძლოს უმძიმეს განსაცდელებს, თუ მათში აზრს ხედავს. მთელი სირთულე ამ ღირებულების შექმნაშია.
ის, რასაც ვშორდებით, თავს ვარიდებთ ან ვითომ ვივიწყებთ, სახიფათოდ ახლოს არის ჩვენთან და, საბოლოოდ, მაინც დაბრუნდება, უკვე გაორმაგებული ძალით.
თითოეულ ჩვენგანში არის მეორე „მე“, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ.
https://medium.com/@feghoulmessaoudi/carl-jungs-quotes-which-are-better-known-in-youth-to-not-to-regret-in-old-age-9d4498711cd6