ჯერ ამბობდნენ, რომ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ სხვა ვერსიებს, შემდეგ ეჭვმიტანილი ავიყვანეთო, შემდეგ ბოდიში, არ გვყავს აყვანილიო - რას ამბობს ბათუმში გარდაცვლილი ქალის შვილი?
ბათუმში გარდაცვლილი 42 წლის, დალი ელიზბარაშვილის შვილი, ნიკა ელიზბარაშვილი პოლიციის ვერსიას არ ეთახმება და აცხადებს, რომ დედამისს თავი არ მოუკლავს.
"პოლიციამ გვითხრა, რომ ეჭვმიტანილი ჰყავდათ აყვანილი, შემდეგ ჩვენ რომ დავიწყეთ თუ ეჭვმიტანილი ჰყავდა აყვანილი, რატომ გვითხარით, რომ თვითმკვლელობა იყო, რამოდენიმე ხნის შემდეგ გვეუბნებიან, რომ უი ბოდიში, შეგვეშალა. ეჭვმიტანილი არ გვყავს აყვანილი. ჯერ ამბობდნენ, რომ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ სხვა ვერსიებს, შემდეგ ეჭვმიტანილი ავიყვანეთთ, შემდეგ ბოდიში, არ გვყავს აყვანილიო", - ამბობს ნიკა ელიზბარაშვილი
შეგახსენებთ, ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს.
ოჯახის თქმით, ქალი ჯერ აწამეს შემდეგ კი მოკლეს.