თეგებით ძიება

"17 წლის მერე მისი მკვლელები, დაქსაქსულები, უფრო გაბოროტებული, საოცარი ცინიზმით კვლავაც ლამობენ პოლიტიკური ამინდის შექმნას და მეტი სანდრო გირგვლიანის მოკვლას!" - ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში 17 წლის წინ მოკლული სანდრო გვირგვლიანის შესახებ წერს.

"როგორ უყვართ სატანისტებს რიტუალური მსხვერპლშეწირვა და სიმბოლიზმი!
დღეს!!!!
28 იანვარს მოკლავენ სანდროს!!!
დღეს
28 იანვარს,
17 წლის მერე მისი მკვლელები,დაქსაქსულები,
უფრო გაბოროტებული,საოცარი ცინიზმით კვლავაც ლამობენ პოლიტიკური ამინდის შექმნას და მეტი სანდრო გირგვლიანის მოკვლას!
ჩვენ გვახსოვს!
ჩვენ გვტკივა!
მადლობა სანდრო!!!
შენი სიკვდილით,სხვათა სიკვდილის კარი დარაზე!
გვაპატიე ირინა ...", - წერს პიარტექნოლოგი.

ცნობისთვის, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მრავალჯერადი დაზიანებებით გარრდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. უზენაეს სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა.

გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

2018 წელს გირგვლიანის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათო ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა