ბოლო დღეებში მისი წონა 68 კგ გახდა და ის შშმ პირის ეტლით გადაადგილდება, კარგავს გონებას - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს
რადას დეპუტატი და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლიზა იასკო განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.
"არაფერს არ ვწერ ქართულ პოლიტიკაზე, არაფრის თქმა არ მსურს მაგაზე, როდესაც მიშას ასეთი უბედურება სჭირს. მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო და უფრო ცუდადაა. ესენი კი გვიყვებიან, რომ ის კარგად არის. საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და მას სასწრაფოდ სჭირდება ისეთ საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც იქნება უსაფრთხო გარემო და შესაბამისი მკურნალობა.
ბოლო დღეებში მისი წონა 68 კგ გახდა და ის შშმ პირის ეტლით გადაადგილდება. კარგავს გონებას, ასევე გაურთულდა ნევროლოგიური და გასტგროენტეროლოგიური პრობლემები. არც კი ვიცი რა სიტყვებით ვისაუბრო ამის შესახებ და ვამცნო მთელ მსოფლიოს. რუსული პროპაგანდა ნამდვილად კარგად მუშაობს და სხვადასხვა ტექნოლოგიებით ხდება მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიმართლის დისკრედიტაცია და გაუფასურება“, - აცხადებს იასკო.